ახალი ამბები

დეპუტატები “რუსთავი2″–ში განხორციელბული ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებას ითხოვენ

6 მაისი, 2014 • • 1149
დეპუტატები “რუსთავი2″–ში განხორციელბული ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებას ითხოვენ

დეპუტატების განცხადებით, ამ საქმის მიუკერძოებელი გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს: 


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ხეისუფლება ვალდებულია ყველა ადამინანის პირადი სივრცე დაიცვს:


“ნებისმერ შემთხვევაში ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი პირის პირადი სივრცის ხელშეუხებლობა. მათ შორის საუბარია მედიის დამოუკიდებლობაზე. ამიტომ ეს საქმე უნდა ოყოს გამოძიებული. რა თქმა უნდა, საინტერესოა, როგორ გაჩნდა ეს ფირები? ვინ დაამონტაჟა? სხვადასხვა ვერსია შეიძლება გაჩნდეს, ამიტომ გამოძიება უნდა ჩატარდეს. განსაკუთრებული აჟიოტაჟი საწყენია იმ ტელევიზიისგან, რომელიც არაფერს არ ამბობდა, როდესაც ათასობით ადამინს უსმენდა შსს და არანაირი წუხილები ამ ტელევიზიიდან არ გამოთქმულა, რომელიც ფაქტობრივად ტირაჟრებდა, რასაც ხელისუფლება თავის დროზე უკვეთავდა. უნდა იყოს გამოძიებული, ვინ დაამონტაჟა, რა მიზნით და იყო თუ არა ეს შსს მიერ თუნდაც დამონტაჟებული და იქნებ ვინმე სხვა პირის ინტერესებში შედიოდა რაღაცა ინფორმაციის მოპოვება კერძო ტელეკომპანიიდან.”   


პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების თავმჯდომარე” ტარიელ ლონდარიძე აღნიშნული ფაქტით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ ვიღაცას სურს მედიის გაკონტროლება: 


“შეშფოთება მინდა გამოვხატო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ის, რომ ტელევიზიაში აღმოჩენილია  კამერები, ეს იმას მიანიშნებს, რომ ვიღაცას სურს გააკონტროლოს მასმედია და განსაკუთრებით “რუსთავი2″. ასევე სურს, რომ მოახდინოს გავლენა მასმედიაზე. აუცილებლად სასწრაფოდ ჩასატარებელია გამოძიება. ხელისუფლებამ მყისიერად უნდა დაიწყოს ამ საკითხზე რეაგირება და ჩაატაროს ღირებული გამოძიება. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან მოწვეული და საერთაშორისო ექსპრტების მეშვეობით მოხდება  აღნიშნული საკითხის შესწავლა.”


საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი “რუსთავი 2″–ში მომხდარ ფაქტს სკანდალს უწოდებს:


“ეს ფაქტი, რაც გახმაურდა, არის ძალიან მძიმე რამ. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნისთვის ეს არის დიდი სკანდალი, რომ ფაქტობრივად მთავარ ტელევიზიაზე ხორციელდება თვალთვალი და მოსმენა ,ფარული გადაღება და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ მთავრობის და შესაბამისი სამსახურების რეაქცია უნდა იყოს ძალიან სწრაფი. უნდა მოხდეს გამოძიება და სიმართლის თქმა და რა მოჰვება მერე ამას, ეს უკვე მეორე საკითხია. ”

პარლამენტი
პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ფარული მიყურადება დღესაც მტკივნეული თემაა: 

“რუსთავი2” არის მიკერძოებული ტელევიზია, მაგრამ ეს აბსოლიტურად არ არის მნიშვნელოვანი იმ განცხადების ფონზე, რაც მოხდა. “რუსთავი2″– მა გამოავლინა და ისაუბრა კანონდარღვევის ფაქტზე – ფარულ მიყურადებაზე. ეს დღეს არის მტკივნეული თემა დღევანდელი საზოგადებისთვის და ხელისუფლებისთვის. ფარული მიყურადება არის ის მემკვიდრეობა, რაც გვერგო ამ ხელისუფლებას და რაზეც ჩენ უნდა მოვახდინოთ ადეკვატური რეაგირება. ნებისმიერი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული და ისე უნდა გაეცეს პასუხები, რომ ჩვენ არ დაგვრჩეს შეკითხვები ამ ფაქტთან დაკავშირებით.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ამბობს, რომ ფარული მიყურადება დასჯადი ქმედებაა: 


“ფარული მიყურადება და თვალთვალი არის ძალიან მახინჯი ფორმა, დასჯადი ქმედება. ეს ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. უნდა მოხდეს ამის სრულფასოვანი გამოძიება და ვინც ეს განახორციელა, უნდა იყოს სათანადოდ დასჯილი. ჩვენ ის მახინჯი პრაქტიკა, რაც გვქონდა, ვიცით და ათასობით და ათიათასობით ფაილი იყო შენახული და ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს იყო ცუდი, ეს იყო დანაშაული და ეს იყო მახინჯი ფორმა. ჩვენ უნდა საქმით და რეალურად ვთქვათ უარი იმაზე, რომ ასეთი რამე არ ხდებოდეს ქვეყანაში.”  

 

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-მა 6 მაისს, დილით საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტზე ფარულ აუდიოვიზუალურ თვალთვალს ახორციელებდნენ. არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, რამდენიმე დღის წინ შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და მათ მიაწოდეს ვიდეომასალა, სადაც დაფიქსირებულია მისი და მისი მოადგილის – ნინო შუბლაძის აუდიოვიზუალური ჩანაწერი. მასალა მოიცავს 2 ფაილს – ერთი არის ერთსაათიანი ქრონომეტრაჟის და მეორე – 15-წუთიანი. გვარამიას თქმით, წარმოდგენილი მასალები 2013 წლის ივნისშია ჩაწერილი. მისივე განცხადებით, წყარომ, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ, მაგრამ აკონკრეტებენ, რომ იგი მომდინარეობს შსს-დან, მიაწოდა ინფორმაცია, რომ არსებობს 100-მდე ფაილი, რომელიც არა მხოლოდ “რუსთავი 2”-შია ჩაწერილი.

 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებენ კამპანიას – “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ”, რომლის ფარგლებშიც მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლითაც დარეგულირდება ფარული მიყურადების სამართლებრივი საკითხები. აღნიშნული ორგანიზაციების ცნობით, შსს აგრძელებს წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებულ პრაქტიკას უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, რადგან ამ უწყებას აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სატელეფონო მოსმენები ერთდროულად 20 ათასზე მეტ აბონენტზე და ამის კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს.

 

წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შედეგად დაგროვილი მასალების ნაწილი ახალი ხელისუფლების პირობებში საჯაროდ განადგურდა. ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ უარს იტყოდა ამ მანკიერ პრაქტიკაზე, თუმცა პარლამენტში უკვე თითქმის ერთი წელია წარდგენილია კანონი, რომლითაც ეს საკითხები დარეგულირდება, მაგრამ ხელისუფლება ამ კანონის მიღებას დღემდე აჭიანურებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი