ახალი ამბები

“თბილისის სამიტი 2014″–ს თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები დაესწრებიან

5 მაისი, 2014 • • 1134
“თბილისის სამიტი 2014″–ს თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები დაესწრებიან

აბდულა გიულის და ილჰამ ალიევს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირადად უმასპინძლებს. 

 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სამი ქვეყნის პრეზიდენტი სამიტზე ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავს. თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებთან ასევე საუბარი იქნება მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე.

 

სამიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც სამმხრივი, ასევე ორმხრივი შეხვედრები. ილჰამ ალიევი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.

 

თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული საქართველოში დღეს ჩამოდის, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისს ხვალ ესტუმრება.

 

თბილისის სამიტი 2014
თბილისის სამიტი 2014

მასალების გადაბეჭდვის წესი