ახალი ამბები

თბილისის იუსტიციის სახლში ქორწინების სახლი გაიხსნა

4 მაისი, 2014 • • 4363
თბილისის იუსტიციის სახლში ქორწინების სახლი გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური საზეიმო მომსახურების საფასური შაბათ–კვირას  – 150 ლარი, ხოლო სხვა ნებისმიერ სამუშაო დღეს 90 ლარი იქნება.  

 

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, შეიცვალა ქორწინების მოწმობის ძველი დიზაინი და დღეიდან საქართველოში ყველა დაქორწინებულ წყვილს ახალი დიზაინის, ორიგინალური ქორწინების მოწმობა გადაეცემა, აცხადებს სამინისტრო.

 

ახლად გახსნილ ქორწინების სახლში შეუღლებულ პირველ წყვილს, ნიკა ჩიტიშვილსა და ასმათ ნასყიდაშვილს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უმასპინძლა და მათთან ერთად გახსნა ქორწინების სახლი.

იუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი

მასალების გადაბეჭდვის წესი