ახალი ამბები

ცესკომ თვითმმართველობის არჩევნებში 26 პოლიტიკური გაერთიანება დაარეგისტრირა

4 მაისი, 2014 • • 1081
ცესკომ თვითმმართველობის არჩევნებში 26 პოლიტიკური გაერთიანება დაარეგისტრირა

ცესკოს რეგისტრაციის მიზნით 34-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, რომელთაგან 26 დაარეგისტრირა, ხოლო ხოლო 6 გაერთიანებასს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე რეგისტრირებულია 2 საარჩევნო ბლოკი: ”ქართული ოცნება”და ”არასაპარლამენტო ოპოზიცია”.  შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს 3 მაისის ჩათვლით უნდა წარედგინათ განაცხადი საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე.

 

ცესკო
ცესკო

ბლოკების შექმნის მიზნით კომისიაში  დამატებით ორი განაცხადია შემოსული: რეგისტრირებული პარტიებიდან ბლოკის – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შექმნის თაობაზე ცესკოს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ” და ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ მომართეს. 

 

ხოლო ”თვითმმართველობა ხალხს” ბლოკის შექმნის მოთხოვნით, კომისიაში განაცხადი შემოიტანეს პარტიებმა – ”ევროპელი დემოკრატები”და ”სამართლიანი საქართველოსთვის”.

 

ცესკოს ცნობით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოაღნიშნული პარტიების ბლოკებად რეგისტრაციის პროცედურები 9 მაისისთვის დასრულდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი