ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ოჯახის ახლობელმა ნაზი ალასანიამ მიაწოდა:

“ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, დავითს სამი ნიღბიანი დაესხა თავს, დაახლოებით 30 წუთის წინ აბაშიძის ქუჩაზე. აქვს დაზიანებები სახის არეში და, როგორც გვითხრეს, დაზიანებული აქვს ფეხი. ვიცით, რომ გადაყვანილია რკინიგზის საავადმყოფოში და უტარდება სამედიცინო დახმარება. რა მოხდა, როგორ, მეტი დეტალი არ ვიცით. არც ის ვიცით, თუ ვინ დაესხა თავს. ვერც ვერსიებზე ვილაპარაკებთ. დედამისს, ლაურა ღაჭავასაც ახლა დაურეკეს.”
“ნეტგაზეთს” რკინიგზის საავადმყოფოში განუცხადეს, რომ დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოში 14:10–ზე მიიყვანეს. მას აღენუშნებოდა დაზიანებები სახის არეში და ტომოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარდა. კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი კომენტარი საავადმყოფოში არ გაუკეთებიათ.
“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დავით კოდუას ცემის ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. დავით კოდუა, სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმაა, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის თაობაზე. ერეკლე კოდუა მიმალვაშია.







