ახალი ამბები

ეკა გიგაური: კარგად მესმის, რატომ არ ახსოვს კალაძეს ჩვენი აქტიურობა გასულ წლებში

2 მაისი, 2014 • • 1039
ეკა გიგაური: კარგად მესმის, რატომ არ ახსოვს კალაძეს ჩვენი აქტიურობა გასულ წლებში

“რაც შეეხება ბატონი კალაძის განცხადებას, მე ვხვდები, რატომ არ ახსოვს მას არასამთავრობო სეტქორის აქტივობები მოსმენებთან დაკავშირებით. ეს აქტივობა პირველად ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც იყო კამპანია “ნუ გვისმენთ”. ამ დროს ბატონ კალაძეს ნამდვილად არ აინტერესებდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, რადგან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან და წარმატებულ ბიზნესს ახორციელბდა მათთან ერთად. შესაბამისად, მესმის, რომ მას არ ახსოვს, როგორ მიმდინარეობდა ასეთი აქტივობები სამოქალაქო სექტორში”, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.

 

“მინდა ვკითხო ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს – რატომ იყავით ჩუმად ეს წლები? სად იყო თუნდაც მოძრაობა „ეს შენ გეხება“, სად იყო ანალოგიური აქტივობა?! ჩვენი გუნდი – ჩემი მეგობრები, ქართული ოცნება, მუდამ გამოვდიოდით არა მარტო ფიზიკური, არამედ მორალური და ფსიქოლოგიური ძლადობის წინააღმდეგაც”, –ეს განცხადება კახა კალაძემ გუშინ, 1 მაისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა.


ეკა გიგაური
ეკა გიგაური

მასალების გადაბეჭდვის წესი