ახალი ამბები

კალაძე: მინდა ვკითხო ამ ადამიანებს – რატომ იყავით ჩუმად ეს წლები?

1 მაისი, 2014 • • 943
კალაძე: მინდა ვკითხო ამ ადამიანებს – რატომ იყავით ჩუმად ეს წლები?

“მინდა გამოვეხმაურო მოსმენების შესახებ ბატონ პრემიერის განცხადებას. იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი წლები ჩურჩულით ლაპარაკობდა, სადაც არათუ ისმინებოდა, არამედ ვიდეო და აუდიოჩანაწერები გროვდებოდა აბსოლუტურად ყველაზე და ამას არანორმალურად მასიური და მასშტაბური სახე ჰქონდა, უბრალოდ, უხერხულია მავანის მიერ რაღაც აბსურდული კამპანიის აგორება ფობიური ისტერიით – ვითომ მოსმენები მასიურია და უკანონო. მინდა ვკითხო ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს – რატომ იყავით ჩუმად ეს წლები? სად იყო თუნდაც მოძრაობა „ეს შენ გეხება“, სად იყო ანალოგიური აქტივობა?! ჩვენი გუნდი – ჩემი მეგობრები, ქართული ოცნება, მუდამ გამოვდიოდით არა მარტო ფიზიკური, არამედ მორალური და ფსიქოლოგიური ძლადობის წინააღმდეგაც” – განაცხადა კალაძემ. 


მისი თქმით, არსებული ხელისუფლება კანონით გათვალისწინებულ ზღვარს არასოდეს გადავა:

  

“ჩვენმა ხელისუფლებამ, ირაკლი ღრიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, გაანადგურა მთელი ის სამარცხვინო მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლების მიერ იქნა დაგროვილი მოსმენების და თვალთვალის საშუალებით და ამით საზოგადოებას ვანახეთ ჩვენი პოზიცია, ნება და დამოკიდებულება ამ არადემოკრატიული და ადამიანის თავისუფლების შეურაცხმყოფელი მოქმედებების მიმართ. ნებისმიერ თანამედროვე სახელმწიფოში არსებობს კანონი მოსმენების შესახებ. ჩვენი ინიცირებული კანონი არის ისეთი სახის, რომელიც არ აყენებს ჩრდილს ადამიანის, ხელისუფლების და სახელმწიფოს ღირსებას. ეს კანონი ითავლისწინებს სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გამო ჩატარებულ კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ ზღვარს ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფო არასდროს გადავა!” 

კახა კალაძე
კახა კალაძე

“მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, მე ვიტყოდი, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კაპანია”, – ასე გამოეხმაურა მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” კამპანიას.


 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ კამპანიის წარმოება ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა:

 

 

 

“ორი თვის წინ ჩვენ გვესმის, რომ იწყებენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარ კამპანიას, სახელწოდებით “ეს შენ გეხება”, და მე მოვისმინე განცხადებები, რომ ყოველი დღე არის საფრთხის შემცველი და რომ კატასტროფები ხდება თითოეული მოქალაქისთვის და იწყებენ დარწმუნებას მოქალაქეების, რომ დღეს ისევ გვისმენენ ყველა მოქალაქეს. მაშინ, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება, გაძლიერება ხდება, ჩვენ ყოველმხრივ ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, ყველას გასაგონად, თავისი რეკლამებით და რეკლამებში ხარჯავევნ ათასობით, ასიათასობით ლარებს იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი და ამას მე ვუწოდებ პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი საქმიანობა”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი


მასალების გადაბეჭდვის წესი