ახალი ამბები

“ნაცმოძრაობამ” შესაძლოა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს

1 მაისი, 2014 • • 898
“ნაცმოძრაობამ” შესაძლოა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს

საპარლამენტო უმცირესობის პროტესტს კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტის მეორე მუხლის მეორე პუნქტი იწვევს.

 

ამ პუნქტის თანახმად:” პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა, ან პირობების შექმნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფელბით სარგებლობისას, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო, პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგოამრეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, მათ შორის საზოგადოებრივი მორალის დაცვას, გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.” 

 

ამ დროისთვის პლენარულ სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. საპარლამენტო უმრავლესობა მსჯელობს დარჩება თუ არა კანონპროექტში ეს მუხლი, ხოლო უმცირესობა მსჯელობს დაუჭერს, თუ არა მხარს კანონპროექტს.


 

დღეს, დეპუტატებსა და სასულიერო პირებს შორის პარლამენტში დახურული შეხვედრა შედგა. 


როგორც ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასულიერო პირებს დაწვრილებით განუმარტეს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ძირითადი პოსტულატები:

 

 

 

“მეორე მოსმენით განხილვისთვის გარკვეული ცვლილებები მზადდება პროექტში, კერძოდ, მესამე მუხლის ჩამონათვალში, სადაც იყო კონკრეტული სფეროები, სკოლა, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამოღებულია. ასევე მზადდება ცვლილება იმ ნორმის, რომელიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ეს არის მეორე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომელიც შეიძლება მთლიანად იქნას ამოღებული.”


ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი პლანარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გასულ კვირას გავიდა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი