საპარლამენტო უმცირესობის პროტესტს კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტის მეორე მუხლის მეორე პუნქტი იწვევს.
ამ დროისთვის პლენარულ სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. საპარლამენტო უმრავლესობა მსჯელობს დარჩება თუ არა კანონპროექტში ეს მუხლი, ხოლო უმცირესობა მსჯელობს დაუჭერს, თუ არა მხარს კანონპროექტს.
დღეს, დეპუტატებსა და სასულიერო პირებს შორის პარლამენტში დახურული შეხვედრა შედგა.
როგორც ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასულიერო პირებს დაწვრილებით განუმარტეს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ძირითადი პოსტულატები:
“მეორე მოსმენით განხილვისთვის გარკვეული ცვლილებები მზადდება პროექტში, კერძოდ, მესამე მუხლის ჩამონათვალში, სადაც იყო კონკრეტული სფეროები, სკოლა, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამოღებულია. ასევე მზადდება ცვლილება იმ ნორმის, რომელიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ეს არის მეორე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომელიც შეიძლება მთლიანად იქნას ამოღებული.”
ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი პლანარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გასულ კვირას გავიდა.
