ახალი ამბები

ქუთაისის მერია: მდინარე ოღასკურას ფსკერი დატბორვებისგან დასაცავად ბეტონით დაიფარა

24 ოქტომბერი, 2018 •
ქუთაისის მერია: მდინარე ოღასკურას ფსკერი დატბორვებისგან დასაცავად ბეტონით დაიფარა

ქუთაისის მერიამ მდინარე ოღასკურას ფსკერი მონოლითური ბეტონით დაფარა. როგორც ნეტგაზეთს მერიაში უთხრეს, მდინარის ჯებირების მოწყობაც იგეგმება, რაც წყალს სწრაფად გაატარებს და ოღასკურა მოსახლეობას აღარ დატბორავს.

ამასთანავე, მერიის ინფორმაციით, მოპირკეთების შემდეგ, მდინარეში მოგროვებული ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება, რათა მოსახლეობა კიდევ ერთხელ არ დადგეს დატბორვის საშიშროების წინაშე.

მდინარე ოღასკურა. ფოტო: ქეთი ბერძენიშვილი.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მდინარე ოღასკურა გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე მიმდებარე დასახლებებს ტბორავდა და მოსახლეობას აზარალებდა.

მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა დროს დაგროვებული სილისა და ნალექის გამო, მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე იყო შემცირებული, ახლა ის 7 მეტრამდე გაფართოვდა და ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთან, მდინარის კალაპოტში მოიჭრა ერთ მეტრამდე მიწა და გაიზარდა მისი სიმაღლე.

ფოტო: ქუთაისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი