ახალი ამბები

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ წყალი დანაყა

10 სექტემბერი, 2019 • 1357
გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ წყალი დანაყა

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ კიდევ ერთი პერფორმანსი მოაწყო.

მან უწყებასთან წყალი დანაყა და განმარტა: “ესაუბრო ამ ხელისუფლებას იგივეა, რაც ნაყო წყალი“.

წულაიამ შემდგომ განმარტა, რომ ქუთაისის მერიამ ჭიათურას ძვირადღირებული ავტომობილი “ათხოვა“, რითაც ადგილობრივ ბიუჯეტი დააზარალა. მისი თქმით, იგივე მიდგომები ჰქონდათ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.

“ადგა ჩვენი ქალაქის მერი და ჯიპი “ტოიოტა“, 2008-წლიანი, ათხოვა ჭიათურას. აქ ჩანს მათი მიდგომები, რომ რატომღაც თვლიან, რომ ეს ბებიამისის მიერ დატოვებული ქონებაა, ამ ბიუჯეტით, ჩვენი თანხებით ნაყიდი ქონება, და მას უნდა გააჩუქებენ, უნდა არ გააჩუქებენ. ამას თავისად თვლიდა წინა ხელისუფლება და თავისად თვლის ეს ხელისუფლება. ეს არის ტრაგედია, ეს არის ის მიდგომა, რამაც ქალაქი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც არის ის ახლა“, – ამბობს გოგი წულაია.

ფოტო: სქრინი “პრაიმთაიმის“ ვიდეოდან

ნახეთ ასევე: 

მთავრობის დამტკიცების წინ პარლამენტთან კუბო მიიტანეს

გოგი წულაია სასამართლოსთან ჩალით მივიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი