ახალი ამბები

პეტრიაშვილი: განვიხილეთ, რა პროგრესის მიღწევა შეიძლება უელსის სამიტზე

1 მაისი, 2014 • • 1052
პეტრიაშვილი: განვიხილეთ, რა პროგრესის მიღწევა შეიძლება უელსის სამიტზე

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან  ალასანიას მიერ გახმიანებული საკითხი დეტალურად არ განხილულა:


“ამას მეტი მომზადება და შესაბამისი სპეციალისტების შეფასება სჭირდება. განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და, რა თქმა უნდა, განვიხილეთ, რა შესაძლო პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული უელსის სამიტზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეთანხმებული ვართ და ნატოში არის ერთსულოვნება, რომ საქართველოს მიერ დემონსტრირებული პროგრესის საკითხზე და უსაფრთხოების სფეროში კონტრიბუციის გამო დაფიქსირდეს უელსის სამიტზე პროგრესი. ახლა მიმდინარეობს რეალუად მოლაპარაკებები ალიანსის წევრებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თვეები და ეს პერიოდი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ვიზიტები, რომლითაც ჩამოდიან საქართველოში. მნიშვნელოვანია ის ვიზიტი, რომლითაც საქარველოს პრემიერ–მინისტრი მიემგზავრება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მის ვიზიტს გერმანაიში”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.


ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატოს მინისტერიალზე საქართველომ საკუთარი პროგრესი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინოს:


 

“მე მივულოცე მინისტრს ყველა ის წარმატებული სამუშაო, რაც მან განახორციელა. ახლა ჩვენ კონცენტრირებული ვართ ნატოს მინისტერიალზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საუკეთესოდ დემონსტრირება იმ პროგრესის, რასაც ამ ქვეყანამ მიაღწია და როგორ უნდა წავიდეს სწორად საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს ყველა მიზეზი, რომ იამაყოს იმ რეფორმებით, რაც განხორციელდა”, – განაცხადა აპატურაიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


მასალების გადაბეჭდვის წესი