ახალი ამბები

აპატურაი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს

1 მაისი, 2014 • • 1090
აპატურაი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს

ამის შესახებ განცხადება მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა:


“მნიშვნელოვანი შემეცნებითი და ინფორმაციული დისკუსია ჩავატარეთ. ჩვენ ველით საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ივნისის ბოლოს. ამ კონტექსტში ვაკვირდებით ყველა ასპირანტ ქვეყნას, მათი რეფორმების მდგომარეობას პროგრესის მიმართულებით. მე შემიძლიათ გითხრათ, რომ საერთო შეფასება პოზიტიურია NATO-ს მხრიდან. ყოველ წელს საქართველო აუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას იმ დიდი სამუშაოების შედეგად, რომელიც ჩატარდა ქვეყანაში რთული პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად, რასაც მივესალმებით. ვეთანხმებით საქართველოს მონაწილეობას უსაფრთხოების მისიებში, მათ შორის ავღანეთსა და აფრიკაში, თუმცა ეს მისია ჩვენ არ გვეხება”– განაცხადა აპატურაიმ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადეგნელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო:

აპატურაი
აპატურაი

“განვიხილეთ ევროატლანტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის ნატოს მიერ სექტემბერში დაგეგმილი სამიტის თემა. ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილი მდგომარეობაზე. რა შესაძლო ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს შექმნილმა მდგომარეობამ საქართველოზე.”


ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო.   

მასალების გადაბეჭდვის წესი