ახალი ამბები

აპატურაი: საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას რუსეთი ძირს ვერ გამოუთხრის

1 მაისი, 2014 • • 1122
აპატურაი: საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას რუსეთი ძირს ვერ გამოუთხრის

“ჩვენ ბუქარესტში მივიღეთ გადაწყვეტილება და ის, თუ რას გააკეთებს და განაცხადებს, რუსეთი ამაზე გავლენას ვერ მოახდენს. რუსეთს ვეტოს საშუალება არ მიეცემა. როცა საუბარია წევრობაზე და ეს გადაწყვეტილება  ეხება საქართველოს, ჩვენ რეგულარულად ვაფასებთ საქართველოს პროგრესს ორ საკითხზე დაყრდნობით. ეს არის რეფორმები და საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ეს რჩება იმ პრიზმად, რომლითაც აღნიშნულ პროცესს ვუყურებთ. საქართველოს დამსახურებისამებრ განვსჯით და შევაფასებთ ყველაფერს, მიუხედავად კრემლიდან ან სხვა ადგილებიდან წამოსული კომენტარებისა. ჩვენ იმ პარამეტრებს ვიყენებთ, რაც უკვე ვთქვი, და რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება.  რუსეთი ამას ძირს ვერ გამოუთხრის”, – განაცხადა აპატურაიმ.

 

აპატურაი
აპატურაი

მასალების გადაბეჭდვის წესი