ახალი ამბები

მარტვილის პოლიციას ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

23 ოქტომბერი, 2018 • 1492
მარტვილის პოლიციას ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

მოქალაქე მარტვილის პოლიციას ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

რუსთავი2-ის თანახმად, 37 წლის ედიშერ სიგუა ამბობს, რომ მარტვილის პოლიციის უფროსის მოადგილემ, თორნიკე შულაიამ, სამ სხვა თანამშრომელთან ერთად სცემა.

“მაწამეს მარტვილის პოლიციის თანამშრომლებმა, გზაშიც, პოლიციის შენობაშიც”.

“როცა მირტყამდნენ, თავზე მაფარებდნენ, რომ მცემდნენ, ამხდიდნენ და მერე მიღებდნენ ვიდეოს, ან რომ ვაგინებდი”,- ამბობს სიგუა.

რუსთავი2-ის თანახმად, ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს და გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავს.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სიგუა “სამართალდამაცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს”. იგი სენაკის რაიონულმა სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარიმა. სიგუას მიმართ წაყენებული ბრალდების ნაწილში კი პროკურატურასთან გადაგვამისამართეს.

პროკურატურაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი