ახალი ამბები

მინდია ჯანელიძე: მოსმენებზე ინიცირებული კანონპროექტი გარკვეულ სიკეთეებს ხელყოფდა

1 მაისი, 2014 • • 1036
მინდია ჯანელიძე: მოსმენებზე ინიცირებული კანონპროექტი გარკვეულ სიკეთეებს ხელყოფდა

“არსებობს რეგულაციები, რომელიც თვითონ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მიხედვით არის საკმაოდ კომპლექსური და მისი ერთი ხელის დაკვრით გადაწყვეტა ნაადრევი იქნებოდა. მთავარი პრინციპი არის დაცული, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ის უფლება, რომ მათ პირად ცხოვრებაში არავინ არ ჩაერიოს, ეს იქნება აბსოლუტურად გარანტირებული. ინიცირებული კანონპროექტით იყო ასე, თუმცა ინიცირებული კანონპროექტი სხვა სიკეთეებსაც ხელყოფდა, არსებობდა შეკითხვები ბევრ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

მინდია ჯანელიძე
მინდია ჯანელიძე

პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ინიციატივით შექმნილი ჯგუფი მოსმენების თაობაზე კანონპროექტს ამუშავებდა და დამუშავებული ვარიანტი პარლამენტს დაჩქარებული წესით მისაღებად წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი