ახალი ამბები

ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო მოხმარება 5 წლით თავისუფლების აღვეთით დაისჯება

1 მაისი, 2014 • • 1068
ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო მოხმარება 5 წლით თავისუფლების აღვეთით დაისჯება

კანონის მიხედვით, ყველა ნივთიერების არალეგალური ბრუნვა, რომელიც განეკუთვნება კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს, სამართალდარღვევას წარმოადგენს. აკრძალუალია მათი უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, უკანონოდ შემოტანა და, საქართველოდან უკანონოდ გატანა.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გამოყენებისთვის სასჯელი 5 წლით თავისიფლების აღვეთით  განისაზღვრა
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გამოყენებისთვის სასჯელი 5 წლით თავისიფლების აღვეთით განისაზღვრა

კანონის მიზანი არის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სწრაფად გავრცელების აღკვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კანონის ინიციატორი, მიიჩნევს, რომ ცალკეული ნივთიერებების კრიმინალიზაცია ვერ იქნება ეფექტიანი და მათთან ბრძოლა კოლოსალურ ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსს მოითხოვს.

ახლად ამოქმედებული კანონი მიჯნავს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსა და ფარმაცევტული პროდუქტებსა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებს ერთმანეთისგან.  

საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებისას შსს-მ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბევრი ფარმაცევტული პროდუქტი სამკურნალოდ გამოიყენება და იმისათვის, რათა არ მოხდეს იმ პირების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც უბრალოდ მედიკამენტს მოიხმარენ.  

 

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანონის პროექტი პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ მარტში წარადგინა
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანონის პროექტი პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ მარტში წარადგინა

კანონის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრამდე ეტაპობრივად რეცეპტით გაცემას დაექვემდებარება სამკურნალო საშუალებების ყველა ფარმაკოლოგიური ჯგუფი, 9 კლასი,  რომელიც საკურნალოდ გამოიყენება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ეფექტური ბრძოლისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე 2013 წლის ნოემბრდან მუშაობდა. კანონი ეფუძნება ევროპის ოთხი ქვეყნის – ავსტრიის, კვიპროსის, გაერთიანებული სამეფოს და შვეიცარიის ახლებურ მიდგომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი