ახალი ამბები

კალაძე: “ქართული ოცნება” არჩევნებზე ადმნისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებს

29 აპრილი, 2014 •
კალაძე: “ქართული ოცნება” არჩევნებზე ადმნისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებს

“ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ჩვენ უკვე ჩავატარეთ ერთი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც სანიმუშო იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ასეთივე იქნება მომავალი თვითმმართველობის არჩევნები. პირობას გაძლევთ. ჩვენ არ გვჭირდება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება”– განაცხადა კახი კალაძემ მედიასთან “რედისონში” გამართული შეხვედრის შემდეგ.

კახი კალაძე,  2013 წელი, საარჩევნო კამპანია
კახი კალაძე, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია

რაც შეეხება ადგილიობრივი არჩევნებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარულ და პროპორციულ სიას, ვიცეპრემიერი კახი კალაძე მედიასთან არ საუბრობს. კითხვას, იქნებიან თუ არა საარჩევნო სიაში მელორ ვაჩნაძე, ჯაბა სამუშია და გია კორკოტაშვილი, კალაძე არ პასუხობს:


“ძალიან ბევრი ერთი და იგივე კითხვა ისმის. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება. უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება თუ ვინ იქნება “ქართული ოცნების” მაჟორიტარულ და პროპორციულ სიაში” – განაცხადა კახი კალაძემ.


ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” 28 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ  “თბილისის რამდენიმე რაიონის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები არიან: ვაკე – გიორგი მუსხელიშვილი, დიდი დიღომი – მაკა გვარამია, ლილო – გულიკო ზუმბაძე, თემქაზე – ჯაბა სამუშია, კრწანისი – გია კორკოტაშვილი, მთაწმინდა – ჯაბა ჯიშკარიანი, ჩუღურეთი – მელორ ვაჩნაძე, ზაჰესი – კობა კობალაძე, დიდუბე – ზაზა კოლელიშვილი. 


კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ არ დაასტურა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ  გავრცელებული ინფორმაცია კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით კოალიციამ გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი