სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მირზა სუბელიანი წუხელ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.
მისი განცხადებით, სუბელიანს კისრის არეში, იდაყვთან და ქვედა კიდურებზე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ბრალდებული აცხადებს, რომ ისინი თავად მიიყენა თვითმკვლელობის მცდელობისას, 15 ოქტომბერს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მირზა სუბელიანი ნაცემი იყო, გუშინ გავრცელდა, თუმცა ის შესაბამისმა სამსახურმა უარყო.
ნათია კუპრაშვილის განცხადებით, მასზე ძალადობის ფაქტს სუბელიანიც უარყოფს.