ახალი ამბები

სუბელიანის პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

15 ნოემბერი, 2018 • 1526
სუბელიანის პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

მირზა სუბელიანის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 დეკემბრამდე გადაიდო. საქმის გადადების მიზეზი მირზა სუბელიანის წერილია, სადაც სასამართლოს უხსნის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებს.

სუბელიანი განმარტავს, რომ მას სურვილი აქვს სასამართლო სხდომას დაესწროს და პროცესის დროებით გადადებას ითხოვს.

მირზა სუბელიანს ხორავს ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება.

გამოძიების მიხედვით,  2017 წლის 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა გ.ჯ-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

ადვოკატის თქმით, მირზა სუბელიანი ბრალს სრულად აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი