ახალი ამბები

მირზა სუბელიანმა ციხე დატოვა

8 ივლისი, 2019 • 2037
მირზა სუბელიანმა ციხე დატოვა

დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულმა, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მუხლი გადააკვალიფიცირა; მოსამართლემ მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვისთვის გაამტყუნა და არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებით – დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით ჰქონდა პატიმრობა შეფარდებული.

საპატიმროსთან სუბელიანს მეგობრები და ოჯახის წევრები დახვდნენ, მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

___________________

ფოტო: პირველი არხი 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი