ახალი ამბები

სასამართლომ მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა

25 თებერვალი, 2019 •
სასამართლომ მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა

დღეს, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ნოზაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლითაც ადვოკატი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მირზა სუბელიანის გათავისუფლებას ითხოვდა. თავად დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ციხეში იჯდება თუ გაათავისუფლებენ.

“თუ საზოგადოებისთვის საჭიროა, ვიჯდები. ამ ხნის განმავლობაში გამოვსწორდი სამარტოვო საკანში”, – განაცხადა მირზა სუბელიანმა.

პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურატურა სუბელიანის დამნაშავედ გამოცხადებას დღესვე ითხოვდა იმ მუხლით, რითიც არის დაკავებული.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელო, მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მირზა სუბელიანის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე, რუსთაველის გამზირზე, ათიათასობით ადამიანი შეუერთდა ზაზა სარალიძის აქციას, რომელიც ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამაა. ზაზა სარალიძე თითქმის ერთი წელია, პარლამენტთან პერმანენტულ აქციას მართავს, მისი შვილის მკვლელის ვინაობა კი ამ დრომდე ვერ დაადგინა გამოძიებამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი