ახალი ამბები

სექტემბერში რუსეთიდან გზავნილების ოდენობა შემცირებულია

17 ოქტომბერი, 2018 • 1348
სექტემბერში რუსეთიდან გზავნილების ოდენობა შემცირებულია

2018 წლის სექტემბერში საქართველოში დაახლოებით 342 მლნ ლარი გადმოიგზავნა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფულადი გზავნილები, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, 5.6%-ით არის გაზრდილი.

გზავნილების მიხედვით შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ:

  • რუსეთი – 37.70 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია – 16.42 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ – 14.20 მლნ აშშ
  • საბერძნეთი – 14.17 მლნ აშშ დოლარი
  • ისრაელი – 12.50 მლნ აშშ დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების მიხედვით, საიდანაც საქართველოში ფული იგზავნება, რუსეთი ლიდერობს, ფულად გზავნილებში რუსეთი წილი ნელ-ნელა მცირდება.

ევროკავშირის ქვეყნებიდან მიმდინარე წლის სექტემბერში 46 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხა გამოიგზავნა.  რუსეთის შემთხვევაში გზავნილების ოდენობა დაახლოებით 37 მლნ აშშ დოლარია. თუ ამ მონაცემს გასული წლის სექტემბერის გზავნილებს შევადარებთ, ვნავთ, რომ 2017 წლის იმავე პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან 3 მლნ აშშ დოლარით მეტი, დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი