ახალი ამბებირეკლამა

Peaks of the Caucasus – საქართველოში საკოლექციო ავტომობილების რალი დასრულდა

15 ოქტომბერი, 2018 •
Peaks of the Caucasus – საქართველოში საკოლექციო ავტომობილების რალი დასრულდა

14 ოქტომბერს საქართველოში დასრულდა კლასიკური ავტომანქანების რალი, სახელწოდებით „Peaks of the Caucasus”. რალის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა მხარეში ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდნენ და, ჯამში, 2 235 კილომეტრი დაფარეს.

ავტომობილები საქართველოში გადაადგილდებოდნენ კონტეინერებით და სატვირთო მანქანებით. მათი ძირითადი ნაწილი მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი, რომელიც Peaks Of Caucasus-ში მონაწილეობს, Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო უახლესი – Jaguar Mark V Dropead Coupe – 1951 წელს.


“უნიკალური საკოლექციო მანქანებია. ზოგიერთი მათგანი მილიონ ფუნტზე მეტი ღირს. ასეთ მანქანებს ჩვენი მოსახლეობა ტელევიზიებიდან და ჟურნალებიდან იცნობს და კარგია, რომ უშუალოდ ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. ეს ძალიან სასიამოვნოა”, – ამბობს დიზაინერი ზვიად ციკოლია, რომლის დიზაინით დამზადებული საათები რალის მონაწილეებს უსახსოვრეს.

Peaks of the Caucasus 2 ოქტომბერ თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაიწყო და 14 ოქტომბერს, შატო მუხრანში დასრულდა. მასში სამოცამდე ბიზნესმენი მონაწილეობდა, ცხრა ქვეყნიდან. ბიზნესმენები ეწვივნენ ვარძიას, ბორჯომს, წყალტუბოს, მესტიასა და უშგულს, ასევე სიღნაღს, ლოპოტას, ყაზბეგს და ნანახით აღფრთოვანდნენ.

“რალის მონაწილეები გაოცებული არიან ქართული სტუმარ-მასპინძლობით, გულთბილი დახვედრით. როცა გზებზე ვმოძრაობდით, ქუჩიდან ადამიანები სახლებში გვეპატიჟებოდნენ. ეს გასაოცარია”, – აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

[blue_box]რალი და მისი ეფქტი საქართველოსთვის[/blue_box]

ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის. პირველად 2005 წელს, სწორედ მისი ორგანიზებით ჩატარდა იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი, სახელწოდებით „Via- Flaminia“. მას შემდეგ ექვს ქვეყანაში 25 რალი გაიმართა. ურთიერთობების ჩამოყალიბების გარდა, რალის ერთი ლაიტმოტივი გასდევს – ქვეყნის კულტურისა და შესაძლებლობების გაცნობა.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბიზნესმენები აღფრთოვანდნენ ჩვენი ქვეყნით, კულტურითა და საინვესტიციო შესაძლებლობებით.

“ამ ბიზნესმენებიდან რამდენიმე ჩემი პარტნიორია, თავისუფალ დროს ჩვენ სხვადასხვა პროექტზე ვსაუბრობდით. ურთიერთობის ეს ფორმა ძალიან საინტერესოა, ეს კაბინეტში რაღაცის განხილვა არ არის, გაცილებით დიდ რამეზეა საუბარი. იმედია, მომავალში ჩენს საინვესტიციო პორტფელს ახალი სახეები შეემატება”.

მისივე სიტყვებით, ამ დროის განმავლობაში, რალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა, რაც ძალიან კარგია.

იმავე აზრზეა ზვიად ციკოლია, რომელმაც რალის მონაწილეებთან ორი კვირა გაატარა. ციკოლიას აზრით, პროექტი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი იყო:

“ძალიან კარგია, რომ ბიზნესმენები ჩამოვიდნენ. ასეთი ადამიანები შემდეგ ინვესტიციებს აკეთებენ, რაც ჩვენს ეკონომიკას წაადგება.”

[blue_box]შატო მუხრანი, როგორც ბოლო გაჩერება[/blue_box]

14 ოქტომბერს რალის მონაწილეებს “თიბისი ბანკმა” შატო მუხრანში უმასპინძლა. ბიზნესმენებმა დაათვალიერეს ვენახები, ასევე, მარანი და “შატოს” ისტორიული შენობა. რალის მონაწილეებს სპეციალურად თიბისისგან ზვიად ციკოლიას დიზაინით დამზადებული პრიზები გადაეცათ. ორგანიზატორებმა ასევე გამოავლინეს მარათონის სიმბოლური გამარჯვებულებიც.

ბობ მეიერი რალიში 1933 წლის “ბუგატის” მოდელით მონაწილეობდა. მისი თქმით, საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა:

“30 წელია ეს მანქანა მყავს და ერთად 100 ათასი კილომეტრი გავიარეთ. 14 დღე გავატარეთ აქ, ფანტასტიკური რალი იყო. ფანტასტიკური ადამიანები, გზები და ბუნება გაქვთ. “

რალის კიდევ ერთი მონაწილის ვილემ ფერმიულენი თქმით, დრო სასიამოვნოდ გაატარა და დაუვიწყარი გამოცდილება მიიღო:

“ვისიამოვნეთ ქვეყნით, ერთად ყოფნით. ჩვენ თავი ძალიან სასურველ სტუმრებად ვიგრძენით, ხალხი ძალიან მომღიმარია, ფანტასტიkური ორი კვირა იყო. დაუვიწყარი გამოცდილება მივიღეთ და შემიძლია რეკომენდაცია მივცე ყველას, ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში. “

.„Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თიბისი ბანკი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.

მასალების გადაბეჭდვის წესი