ახალი ამბები

გაეროს გენერალური მდივანი ითხოვს “სიმართლეს” საუდელი ჟურნალისტი ხაშოგის “გაუჩინარებაზე” – BBC

13 ოქტომბერი, 2018 • 1446
გაეროს გენერალური მდივანი ითხოვს “სიმართლეს” საუდელი ჟურნალისტი ხაშოგის “გაუჩინარებაზე” – BBC

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ითხოვს “სიმართლეს” საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის “გაუჩინარებაზე”, წერს BBC.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ბოლოს სტაბმოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს 2 ოქტომბერს; იგი Washington Post-ის მესვეტეა და, BBC-ის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებელი პირი იყო, თუმცა ბოლო წლებში საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს აკრიტიკებდა.

თურქეთი გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა იგი საკონსულოში მოკლეს.

საუდის არაბეთი ამ ვერსიას უარყოფს.

გაეროს გენერალური მდივანი შიშობს, რომ ასეთი “გაუჩინარებები” უფრო ხშირი და ნორმალიზებული გახდება.

რამდენიმე დღის წინ ხაშოგის შესაძლო მკვლელობაზე საუდის არაბეთისგან დაუყოვნებლივი პასუხები მოითხოვა დიდმა ბრიტანეთმა.

საქმე “პირად კონტროლზე” აიყვანა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი