ახალი ამბები

ჯამალ ხაშოკჯის მკლვლელობისთვის 5 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

24 დეკემბერი, 2019 • 964
ჯამალ ხაშოკჯის მკლვლელობისთვის 5 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

საუდის არაბეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოკჯის მკვლელობისთვის ხუთ ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ხაშოკჯი იყო ჟურნალისტი, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის მთავრობას. ბოლოს ის 2018 წლის 2 ოქტომბერს, სტამბოლში ნახეს, როცა საუდის არაბეთის საკონსულოში შედიოდა.

როგორ საუდის არაბეთის პროკურორის მოადგილემ განაცხადა, ხუთ ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ხოლო კიდევ სამს – ჯამში, 24-წლიანი პატიმრობა. თუმცა უდანაშაულოდ ცნეს ტახტის მეკვიდრე პრინცის, მაჰმად ბინ სალმანის ყოფილი მრჩეველი, ქვეყნის დაზვერვის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე აჰმედ ალ ასირი და საუდის არაბეთის კონსული სტამბოლში მაჰმად ალ ოთაიბი.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოკჯი ბოლოს სტაბმოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს 2 ოქტომბერს. იგი Washington Post-ის მესვეტე და, BBC-ის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი იყო, თუმცა ბოლო წლებში საუდელ პრინც მუჰამად ბინ სალმანს აკრიტიკებდა.

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ დაასკვნა, რომ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოკჯის მკვლელობა სტამბოლში მდებარე საკონსულოში საუდის არაბეთის გვირგვინოსანმა პრინცმა, ქვეყნის ფაქტობრივმა ლიდერმა, მუჰამად ბინ სალმანმა დაუკვეთა. ამის შესახებ Washington Post და სხვა ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან.

CIA-ს დასკვნით, ხაშოკჯი საუდის გვირგვინოსანი პრინცის დაკვეთით მოკლეს – მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი