ახალი ამბები

ბრიტანეთი საუდის არაბეთისგან პასუხებს ითხოვს სტამბოლში არაბი ჟურნალისტის “გაუჩინარებაზე”

10 ოქტომბერი, 2018 • 1902
ბრიტანეთი საუდის არაბეთისგან პასუხებს ითხოვს სტამბოლში არაბი ჟურნალისტის “გაუჩინარებაზე”

გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ საუდის არაბეთისგან ელოდებიან დაუყოვნებლივ პასუხებს არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის “გაუჩინარებასთან” დაკავშირებით.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ბოლოს სტაბმოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში ნახეს 2 ოქტომბერს; იგი Washington Post-ის მესვეტეა და, BBC-ის თანახმად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებელი პირი იყო, თუმცა ბოლო წლებში საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს აკრიტიკებდა.

თურქეთი გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა იგი საკონსულოში მოკლეს.

საუდის არაბეთი ამ ვერსიას უარყოფს.

სატელეფონო საუბარში ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძრვანელმა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ “მეგობრობა დამოკიდებულია ღირებულებების გაზიარებაზე”.

საქმე “პირად კონტროლზე” აიყვანა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი