ახალი ამბები

საქართველო მოქალაქეობის საკითხზე რუსეთის ახალ კანონს კონტრქმედებებით უპასუხებს

22 აპრილი, 2014 • • 1050
საქართველო მოქალაქეობის საკითხზე რუსეთის ახალ კანონს კონტრქმედებებით უპასუხებს

აღნიშნული კანონი რუსეთის სახელმწიფო დუმამ 4 აპრილს მიიღო, თუმცა მას ხელი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ მოაწერა. დავით ზალკალიანმა კი განაცხადა, რომ საქართველო ზემოხსენებულ საკითხს სამართლებრივი კონტრზომებით უპასუხებს:

 

“ძალიან გამარტივებული პროცედურები წესდება რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. ეს კანონი ჩვენთვის ცნობილია, ჩვენი იურისტები მას ძალიან გულდასმით სწავლობენ, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული სამართლებრივი კონტრზომებით უნდა ვუპასუxოთ. გარდა ამისა, მინდა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ვისაც აინტერესებს ეს საკითხი, იცოდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობას მყისიერად დაკარგავენ. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისიწნონ”, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი