ახალი ამბებირეკლამა

საშემოდგომო საჩუქარი ემბავუდისგან – შანსი, რომელიც მხოლოდ ერთი თვით გეძლევათ

10 ოქტომბერი, 2018 • 11383
საშემოდგომო საჩუქარი ემბავუდისგან – შანსი, რომელიც მხოლოდ ერთი თვით გეძლევათ

„ემბავუდმა“ გადაწყვიტა ერთი თვის განმავლობაში სიურპრიზი მოეწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მომხმარებლისთვის: საძინებლის ავეჯის ნებისმიერი კომპლექტის შეძენისას საჩუქრად მიიღებთ მაღალხარისხოვან, ,,ნეპტუნის“ ფირმის მატრასს, რაც ღამით თქვენი მშვიდი და უსაფრთხო ძილის გარანტია იქნება.

საჩუქრის მისაღებად საკმარისია შეიძინოთ საძინებლის ნებისმიერი ტიპის კომპლექტი: ერთსაწოლიანი, ორსაწოლიანი ან საბავშვო. ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული, 16 სანტიმეტრი სიმაღლის მატრასი დაფარულია მაღალხარისხოვანი, ანტიბაქტერიული ქსოვილით, აღჭურვილია მაღალი ეფექტურობის ჰაერის კაფსულებით, რაც ქსოვილში ჰაერის თავისუფალ გამტარობას უზრუნველყოფს.

ემბავუდისგან ეს არის საუკეთესო საჩუქარი და შანსი, რომელიც მხოლოდ ერთი თვით, ოქტომბერში გეძლევათ!

საძინებლის კომპლექტის შეძენისას მატრასის საჩუქრად მიღება შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში, ემბავუდის მაღაზიებში: თბილისში (ავეკის სახლი „საბა“, დიღომი, ვაზისუბანი, ლილო) რუსთავში, მარნეულში, თელავში, ლაგოდეხში, ყვარელში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, საგარეჯოში, წნორში, გორში, ხაშურში, ახალციხეში, ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში,ზუგდიდში, სენაკში, ქუთაისში, ჭიათურაში, მარტვილში, ჩხოროწყუში, ვანსა და ზესტაფონში.

ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის: „ემბავუდ ჯორჯია“ ავეჯის ახალ 2018 წლის კოლექციასაც გთავაზობთ, რომლის დიზაინიც ექსკლუზიურად ემბავუდისთვის იტალიელმა და გერმანელმა დიზაინერებმა შექმნეს. ამ ავეჯის კომფორტულობა, მოსახერხებლობა და სადა, დახვეწილი დიზაინი თქვენს საცხოვრებელს მყუდრო ოაზისად აქცევს.

ემბავუდი 21 წლის კომპანიაა და მისი საცალო ვაჭრობის ობიექტები 10 ქვეყანაში ფუნქციონირებს, მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას 250 მაღაზია აქვს. ემბავუდის მიერ წარმოებული პროდუქცია სრულიად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და მინიჭებული აქვს ეკოლოგიური ნორმის ხარისხის ნიშანი – E1, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასალა, რომლისაგანაც ავეჯი მზადდება მავნე ნივთიერების მინიმალურ ოდენობას შეიცავს.

ემაბვუდში მოქმედებს ცხელი ხაზი და გაყიდვების შემდგომი მომსახურების სისტემა. ემბავუდის ყველა ქვეყნის მაღაზიებში წარმომადგენლობაში მოქმედებს უფასო მიტანისა და მონტაჟის სერვისი, ასევე მოქმედებს შეძენილ პროდუქციაზე 2 წლიანი გარანტია. შეგახსენებთ, რომ „ემბავუდში“ შესაძლებელია მომხმარებელმა შეიძინოს გასაშლელი, სათავსოიანი და მოდულარული რბილი ავეჯი, რომლის დაკომპლექტება შესაძლებელია როგორც კუთხის დივნად, ასევე სამეულადაც.

არ დაგავიწყდეთ, რომ რომ ემბავუდის აქცია მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გრძელდება და მაღალხარისხოვანი მატრასი, ნებისმიერი ტიპის საძინებლის კომპლექტის შეძენისას საჩუქრად გადმოგეცემათ მხოლოდ ოქტომბერში.

იჩქარეთ! ემბავუდისგან ეს არის საუკეთესო საჩუქარი და შანსი, რომელიც მხოლოდ ერთი თვით, გეძლევათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 400 001

მასალების გადაბეჭდვის წესი