განათლების მინისტრის 4 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ბერიკა შუკაკიძე უხელმძღვანელებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შუკაკიძემ 1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2002 წელს ნებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი ზოგადი განათლების მართვაში. 2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია განათლების სფეროში. სადისერტაციო თემა: ოჯახის, სკოლისა და მოსწავლის ფაქტორების გავლენა მოსწავლის აკადემიურ მიღწევებზე კითხვაში. მასვე აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 2006-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამების, მოგვიანებით კი ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად.
მთავარ ფოტოზე: ბერიკა შუკაკიძე. ავტორი: ლევან გვარამაძე / RFE/RL