ახალი ამბები

ჩუგოშვილი NGO-ებზე: ისინი არიან განუყოფელი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების

3 ოქტომბერი, 2018 • 2100
ჩუგოშვილი NGO-ებზე: ისინი არიან განუყოფელი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების

“ქართული ოცნების” დეპუტატიმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა 13 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაზე, რომელსაც მმართველი გუნდის კრიტიკა მოჰყვა.

დეპუტატის თქმით, შეიძლება მმართველი ძალა რიგ საკითხებში არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას არ ეთანხმებოდეს, თუმცა მათი როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში სასიცოცხლოდ აუცილებელია:

“შეიძლება იყოს ხოლმე რაღცები, რაშიც არ ვეთანხმებით, რაშიც შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ არასწორი შეფასებებია, მაგრამ ჩემი პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან შემდეგია – მე ვფიქრობ, რომ ისინი არიან განუყოფელი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების. ზოგჯერ შეიძლება ძალიან მწვავე, ზოგჯერ შეიძლება არასწორი შეფასებებითაც, მაგრამ მათი როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” ,- თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, ღია საზოგადოების ფონდმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 1 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არაფორმალური მეთოდებითა და კრიმინალების დახმარებით მმართველობაზე მიუთითებს.

NGO-ების განცხადებამ მმართველი პარტიის წევრების დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. არასამთავრობოები პოლიტიკური ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემაც.

წაიკითხეთ 13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება:

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი