ახალი ამბები

ენმ-ს 442 691 ლარი, სალომე ზურაბიშვილს კი 332 245 – სექტემბრის შემოწირულობები

3 ოქტომბერი, 2018 • 2346
ენმ-ს 442 691 ლარი, სალომე ზურაბიშვილს კი 332 245 –  სექტემბრის შემოწირულობები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სექტემბრის თვეში პოლიტიკური პარტიებისთვის შეწირული თანხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მონაცემების მიხედვით, შემოწირულობის სახით პარტიებმა სულ 930 012 მიიღეს. მათგან ყველაზე მეტი, 442 691 ლარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირეს.

სალომე ზურაბიშვილმა კი შემოწირულობის სახით სექტემბერში 332 245 ლარი მიიღო. 91 196 ლარი შესწირეს “ევროპულ საქართველოს”.

სექტემბრის თვის შემოწირულობებების სია სრულად ასე გამოიყურება:

[checklist]

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა –  442 691
  • სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი  – 332 245
  • ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის   –  91 196
  • სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო –  35 000
  • ბესარიონ თედიაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი –  13 000
  • თავისუფალი დემოკრატები –  9 700
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი –  4 600
  • თავისუფალი საქართველო –  1 010
  • ეროვნული ფორუმი –  350
  • კახაბერ ჭიჭინაძე დამოუკიდებელი კანდიდატი  – 200
  • ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო –  20

[/checklist]

2018 წლის პირველ შვიდ თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა “ევროპულმა საქართველომ” მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი