აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, პარტიებს შორის შემოწირულობის სახით ყველაზე მეტი თანხა “ევროპულმა საქართველომ” მიიღო. პარტიამ იანვრიდან ივლისის ჩათვლით შემოწირულობის სახით 274 224 ლარი მიიღო.
შემოწირულობების რაოდენობით მეორე ადგილზეა “ახალი საქართველო”, რომელსაც 119 997 ლარი შესწირეს. “ქართულმა ოცნებამ” შემოწირულობის სახით 93 025 ლარი მიიღო, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კი – 69 173.
2018 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში “გირჩს” 35 289 ლარი შესწირეს. ყველაზე მცირე ოდენობის შემოწირულობა, 255 ლარი, ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში “რესპუბლიკურმა პარტიამ” მიიღო.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჯამში, პოლიტიკურ პარტიებს 2018 წლის იანვარი-ივლისის მერიოდში 633 585 ლარი შესწირეს. შემოწირულობების რაოდენობა პარტიების მიხედვით სრულად ასე გამოიყურება:
- ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის – 274 224 ლარი;
- სამოქალაქო პლათფორმა- ახალი საქართველო – 119 997 ლარი;
- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 93 025 ლარი;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 69 173 ლარი;
- ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი 35 289;
- საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – 18 000 ლარი;
- მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – 11 613 ლარი;
- ახალი მემარჯვენეები – 4 400 ლარი;
- ეროვნული ფორუმი – 3 180 ლარი;
- ახალ ქრისტიან დემოკრატები – 2 000 ლარი;
- თავისუფალი დემოკრატები – 800 ლარი;
- საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია – 774 ლარი;
- პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა – 482 ლარი;
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 404 ლარი;
- საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 225 ლარი.