ახალი ამბები

ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება ნინოწმინდაში

3 ოქტომბერი, 2018 • 2036
ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება  ნინოწმინდაში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის დროს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გუშინ, ორ ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის აგიტაციის შემცველი მასალა გამოაქვეყნა წარწერით – „საქართველოს დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ნინოწმინდაში“.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ნინოწმინდაში
“სამხრეთის კარიბჭე” ნიკორწმინდის საკრებულოს აპარატის უფროოსს, არფიკ ტოროიანს დაუკავშირდა. ტოროიანმა გამოცემას დაუდასტურა, რომ აღნიშნულ გვერდს მართლაც საკრებულო იყენებს:
 „რადგან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, ამიტომ გამოვაქვყნეთ ეს ფოტოები, მაგრამ თუ რეკლამად ითვლება, მაშინ წავშლით“, – უთხრა ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსმა “სამხრეთის კარიბჭეს”.

საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი კრძალავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებებისა და საინფორმაციო მომსახურებისა გამოყენებას აგიტაციისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ცესკო დარღევას დაადგენს, საკრებულო 2 000 ლარით დაჯარიმდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი