პოპულარული სოციალური ქსელი Instagram გაითიშა. მომხმარებლები ვერ ახერხებენ შესვლას Instagram-ის როგორც ვებ-გვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში.
სოციალური ქსელის ვებ-გვერდზე შესვლისას ეკრანზე წარწერა “5xx Server Error” ჩვნდება, მობილურ აპლიკაციაში კი გვერდი არ ახლდება და მომხმარებლები ვერც ახალი ფოტოების ატვირთვას ახერხებენ.
პრობლემის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება Instagram-ის არცერთ ოფიციალურ გვერდზე, სოციალური ქსელის გათიშვის მიზეზები ამ დრომდე უცნობია.