ახალი ამბები

ბოლო 55 წლის განმავლობაში ფიზიკაში ნობელის პრემია პირველად გადასცეს ქალ მეცნიერს

2 ოქტომბერი, 2018 • 2309
ბოლო 55 წლის განმავლობაში ფიზიკაში ნობელის პრემია პირველად გადასცეს ქალ მეცნიერს

BBC-ის ცნობით, ბოლო 55 წლის განმავლობაში პირველად  ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ქალი მეცნიერი გახდა.

კანადელი დონა სტრიკლენდი მხოლოდ მესამე ქალია ისტორიაში, ვისაც ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს.

პრემია 1903 წელს მოიპოვა მარი კიურიმ, 1963 წელს კი -მარია გოუპერტ-მაიერმა.

წელს სტრიკლენდმა პრემია მიიღო არტურ აშკინსა (აშშ) და ჟერარდ მორუსთან (საფრანგეთი) ერთად, ლაზერული ფიზიკის სფეროში მიღწეული წარმატებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი