ახალი ამბები

ლაშა ტუღუში: არაკონსტრუქციულია ჭიკაიძის განცხადება, “რომ ისევ გვისმენენ – ტყუილია”

7 აპრილი, 2014 • • 1018
ლაშა ტუღუში: არაკონსტრუქციულია ჭიკაიძის განცხადება, “რომ ისევ გვისმენენ – ტყუილია”

ტუღუშის თქმით, კამპანიის მიზანი არა შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაცია, არამედ ეფექტური გარე მექნიზმის შემუშავებაა, რომლის საშუალებითაც, ერთი მხრივ, მოქალაქეების პირადი ცხოვრება იქნება ხელშეუხებელი და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს უსაფრთხოება გაძლიერდება. 

 

“მკვეთრი დამოკიდებულება შეცვლილია ხელისუფლების მხრიდან. აქედან გამომდინარე, მე ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ გადაიდგმება ნაბიჯები ამ მიმართულებით. თუ სისტემაში დარჩენილი ადამიანები სხვანაირად უყურებენ ამას, მე არ მგონია, რომ ეს იყოს კონსტრუქციული. თუ ისევ რჩებიან იმ ძველ პოზიციებზე, რომელიც პრინციპულად შეცვლილია, ეს არ არის კონსტრუქციული მიდგომა და მგონია, რომ ამასაც დავძლევთ აუცილებლად”,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 

 

ჭიკაიძის განცხადებას, რომ კამპანიაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები წინა მთავრობის დროს არ საუბრობდნენ მოსმენებზე, ლაშა ტუღუში არ იზარებს. 

“არ ვიცი, ვის გულისხმობს, მაგრამ შეიძლება ნახოს უამრავი სატელევიზო თოქშოუ, დისკუსიები თუ სხვადასხვა პუბლიკაცია, როდესაც მე პირადად ვაპროტესტებდი ასეთ მოქმედებებს, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს გამოყენებულ მასალებს. გახსოვთ, ალბათ, სატელეფონო მოსმენები, ფილმებიც კი გადაიღეს. არაერთგზის მაქვს გამოთქმული პროტესტი. შესაძლოა არ უყურებდა ამ ტიპის გადაცემებს ბატონი მინისტრი, ვერ გეტყვით. ის არ არის მართალი. წინა ხელსუფლების პირობებში ამ საკითხებს ვაყენებდით და, სამწუხაროდ, იყო კედელი, ვერ ვახერხებდით ამ საკითხების აწევას”,- განაცხადა ტუღუშმა. 

 

ტუღუში ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა ერთი მოსმენით უკვე განიხილა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, წინა მთავრობის დროს არსებული მკვეთრი პოზიცია შეიცვალა და მთავრობა მზადაა, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს. ხოლო მინისტრის გაცხადება ამ დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება. 

 

საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაძემ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განახადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია “ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ” ტყუილია და შსს-ს დიკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი