ახალი ამბები

საქართველო სამძიმარს უცხადებს ინდონეზიას სტიქიაში დაღუპულების გამო

29 სექტემბერი, 2018 • 1916
საქართველო სამძიმარს უცხადებს ინდონეზიას სტიქიაში დაღუპულების გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებს ავრცელებს, სადაც “ღრმა მწუხარებას” გამოხატავს ინდონეზიის რესპუბლიკის სულავესის კუნძულზე მომხდარი მიწისძვრისა და მის მიერ გამოწვეული ცუნამის შედეგად ასობით ადამიანის გარდაცვალების გამო.

“დამანგრეველმა მიწისძვრამ და ცუნამიმ გამოწვია არამხოლოდ ადამიანთა ტრაგიკული დაღუპვა, არამედ მიაყენა მნიშვნელოვანი ზარალი რეგიონის ინფრასტრუქტურას. საქართველო გვერდში უდგას მეგობარ ინდონეზიას ამ მძიმე წუთებში”, წერია განცხადებაში.

“შოკირებული და დამწუხრებული ვარ დამანგრეველი მიწისძვრებისა და ცუნამის გამო ინდონეზიაში. გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ინდონეზიის მთავრობას”, დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ტვიტერზე.

ინდონეზიის კუნძულ სულავესზე ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად 28-29 სექტემბერს ასობით ადამიანი დაიღუპა.შენობების ნაწილი წყალმა წაიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი