ახალი ამბები

ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს მდივანს გავლენების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

24 სექტემბერი, 2018 • 1521
ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს მდივანს გავლენების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვლი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გავლენების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილიმა განიხილა საქმე, სადაც გიორგი მიქაუტაძეს დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა. ამ საქმეზე მოსამართლე კილიკაშვილი, რომელმაც კახაბერ ხაჩიძისა და თამარ ხაჭაპურიძის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, მიმდინარე წელს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. ჯანეზაშვილის თქმით, მიქაუტაძე კიკილაშვილის გასაუბრებში მონაწილეობდა.

“ხვიჩა კიკილაშვილი არის ის პირი, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა მიმდინარე წელს. იგი თებერვალში დაინიშნა უვადო მოსამართლედ და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ხვიჩა კიკილაშვილის გასაუბრებას ესწრებოდა გიორგი მიქაუტაძე”, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ბრალდებებს უარყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. მისი განცხადებით, მას აცილება ჰქონდა და, შესაბამისად, არ მონაწილეობდა კიკილაშვილის მოსამართლედ განმწესების საკითხში.

მიქაუტაძის თქმით,  ოჯახთან ერთად ზღვაზე დასვენების დროს კახაბერ ხაჩიძემ და თამარ ხაჭაპურიძემ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მათი აგრესია კი ეხებოდა მიქაუტაძის მიერ განხილულ საქმეს. როგორც მიქაუტაძე ამბობს, ხაჩიძე-ხაჭაპურიძის ამ ქმედებას მოჰყვა კანონიერი რეაგირება. შემდეგ სწორედ ეს საქმე განიხილა ხელვაჩაურელმა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილი ასევე აცხადებს, რომ მიქაუტაძე, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება 2022 წლამდე აქვს, მონაწილეობს უვადოდ გამწესების მიმდინარე კონკურსში.

“გიორგი მოიქაუტაძე მონაწილეობს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების მიმდინარე კონკურსში. მას მოსამართლის უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ეწურება 2022 წელს. აქედან გამომდიანრე, ცხადია,  იგი არ ელოდება ამ ვადის ამოწურვას და ცდილობს გამოიყენოს თავისი გავლენიანი სტატუსი და მდგომარეობა”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კი აცხადებს, რომ მას მოსამართლეობის ვადა ეწურება და ამ საქმიანობის გაგრძელება სურს.

ვრცლად გონიოში მომხდარი ინციდენტის შესახებ წიაკითხეთ ბმულზე:

http://batumelebi.netgazeti.ge/news/85509/

მასალების გადაბეჭდვის წესი