ახალი ამბები

“ხელისუფლება დადგა იქ, სადაც ერი იდგა და მე ამას ვაფასებ” – მეუფე იაკობი მარიხუანაზე

22 სექტემბერი, 2018 • 4330
“ხელისუფლება დადგა იქ, სადაც ერი იდგა და მე ამას ვაფასებ” – მეუფე იაკობი მარიხუანაზე

ქორეპისკოპოსი იაკობი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის საკითხს. მისი თქმით, ხელისუფლება კანონპროექტის განხილივის გადავადებით დადგა იქ, სადაც ერი დგას”.

“არც ზეწოლა ყოფილა და არც შიში და როდესაც გვითხრეს, რომ ამ საკითხს ჯერ გააჩერებდნენ და ,ალბათ, მომავალში ვნახავთ რომ გამოიწვევენ… ჩემი მხრიდან უმადურობა იქნება, რაღაცაზე რომ ვილაპარაკო.. ხშირად მეკითხებიან, ბრძოლაში გიამაჯრვეთო, მაგრამ ეს არ ყოფილა ბრძოლა.

ძალიან ძნელია იყო ხელისუფლებაში, სადავეები და ბერკეტები გქონდეს შეგეძლოს .. ბოლობოლო შეიკრიბები და მიიღებ კანონს. მაგრამ ისინი დადგნენ იქ სადაც ერი იდგა და მე ამას ვაფასებ. შეცდომებზე ბრძანა პარლამენტის თავმდჯომარემ, რომელსაც ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა და თქვა, ამას [კანონპროექტს] ვაჩერებთ მაგრამ შინაგანად მართლები ვართო,” – განაცხადა ქორეპისკოპოსმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტს საქართველოს საპატრარქოს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. 15 სექტემბერს საპატრიარქოში საგანგებო თათბირის შემდეგ სასულიერო პირებმა თავისუფლების მოედანზე საპატრიარქოში საგანგებო თათბირის შემდეგ სასულიერო პირებმა თავისუფლების მოედანზე სავარაუდოდ, კანაფის ექსპორტის ინიციატივის წინააღმდეგ პარაკლისი აღავლინეს.

გარდა ამისა, თავის ქადაგებაში მეუფე იაკობმა მთავრობას მიმართა და განაცხადა, რომ “თუ უგუნურებმა ასე გააგრძელეს”, საპატრიარქო მასობრივ აქციებს დაანონსებს.

“ნუ დაუპირისპირდებით ერს. ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დასჭირდება ერს, იქ ვიქნებით..ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყანარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ.

ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან. ჩვენ დავდგებით იქ, სადაც გვთხოვს ერი. ბევრი მოდის და გვეუბნება, ბავშვბით, ოჯახებით გამოვალთო და ალბათ, თუ უგუნურებმა გააგრძელეს, ასი ათასობით კაციც გამოვალთ და მერე ძალის წინააღმდეგ, უნდათ არ უნდათ, დაიხევენ უკან”, – განაცხადა მაშინ ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა 16 სექტემბერს გადაიდო, რომელიც მთავრობის მიერ იყო ინიცირებული. ამის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოების უკეთ ინფორმირება დაასახელა.

რამდენიმე დღის შემდეგ კი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაინახავს, სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის მოყვანის კანონპროექტი საზოგადოებისთვის საზიანოა, მას პარლამენტიდან გაიწვევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი