ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი კოკა-კოლას დირექტორმა შესწირა

14 სექტემბერი, 2018 • 23507
სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი კოკა-კოლას დირექტორმა შესწირა

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს, 22 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე, ჯამში, 107 ათასამდე ლარი შესწირეს. მისი ყველა შემომწირველი ფიზიკური პირია. ყველაზე მეტი თანხა – 50 ათასი ლარი – სალომე ზურაბიშვილს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორმა ვახტანგ ლაღიძემ შესწირა.

40 ათასი ლარი საკუთარ თავს თავად სალომე ზურაბიშვილმა შესწირა. რაც შეეხება დანარჩენ შემოწირულობებს, მათი ნაწილი არაფულადია.

ინფორმაცია შემოწირულობების შესახებ გამოქვეყნებულია აუდიტის სამსახურში პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში. 14 სექტემბრის მდგომარეობით, ასეთი დეკლარაცია წარდგენილი აქვს შემდეგ კანდიდატებს:

  • დავით ამაშუკელი;
  • ვაჟა ჩხაიძე;
  • ვლადიმერ ნონიკაშვილი;
  • ზაქარია როჭიკაშვილი;
  • თეიმურაზ შაშიაშვილი
  • სალომე ზურაბიშვილი.

ამ კანდიდატებიდან 22 აგვისტო–11სექტემბრის მონაკვეთში შემოწირულობა მხოლოდ ზურაბიშვილმა მიიღო.

2016 წელს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ”, როგორც იურიდიულმა პირმა, ისე შესწირა 30 ათასი ლარი “ქართულ ოცნებას.

“კოკა-კოლას” დირექტორი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ღირსეული კანდიდატია

მასალების გადაბეჭდვის წესი