სოფო ჟღენტი და ქეთი დუმბაძე ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით იყვნენ დანიშნული.
ინფორმაცია სოფო ჟღენტის და ქეთი დუმბაძის საინფორმაციო სამსახურიდან ჩამოშორების გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა. დღეს ეს ინფორმაცია დადასტურდა. „აქ ჩემი ადგილი ვეღარ დავინახე, არც მენეჯმენტის პოლიტიკა არსებობს და არც საინფორმაციოს“ – ამბობს სოფო ჟღენტი.
ცოტა ხნის წინ აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის ხელმძრვანელიც შეიცვალა. კონკურსში ვერ გაიმარჯვა მაშინ მოქმედმა საინფორმაციოს უფროსმა ირინა ყურუამ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირინა ყურუა ვერ გაიმარჯვებდა კონკურსში, ასევე წინასწარ იყო ცნობილი, რაც შემდეგში კონკურსის შედეგებით დადასტურდა.
განმარტებას სამსახურიდან წამოსვლის გადაწყეტილების შესახებ სოფო ჟღენტი და ქეთი დუმბაძე სავარაუდოდ მოგვიანებით გააკეთებენ.








