ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი-48, ზურაბ ჯაფარიძე – 36, დავით უსუფაშვილი – 25 – ცესკომ კანდიდატებს ნომრები მიანიჭა

10 სექტემბერი, 2018 • 3247
სალომე ზურაბიშვილი-48, ზურაბ ჯაფარიძე – 36, დავით უსუფაშვილი – 25 – ცესკომ კანდიდატებს ნომრები მიანიჭა

ცესკომ  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრირებულ კანდიდატებს საარჩევნო ნომერი მიანიჭა.

10 პოლიტიკურ გაერთიანებას, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, იგივე ნომრები დარჩათ. მათ შორისაა ევროპული საქართველოს #2, ნაციონალურ მოძრაობას #10 და ა.შ

დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარდაჭერა მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” გამოუცხადა, არჩევნებში მონაწილეობას არა “ოცნების” 41 ნომრით, არამედ 48 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.

გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ნომერია 36, ხოლო “შენების მოძრაობის” ლოდერის, დავით უსუფაშვილის ნომერი  25 -ია.

ცესკოს ცნობით, კანდიდატებისთვის რიგითი ნომრის მინიჭება წილისყრით მოხდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი