პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განმარტება იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, სრულად შეესაბამება ქართული ოცნების პოზიციას.
ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტება მის განცხადებებთან დაკავშირებით და მისი განმარტება შეესაბამება ქართული ოცნების პოზიციას. შეგახსენებთ, რა იყო ეს განმარტება – ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი. შესაბამისად, ის [რუსეთი] იყო ომის ინიციატორი, მისი სცენარით წარიმართა პროცესები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, თუმცა ამ სცენარის განხორციელების აუცილებელი პირობა იყო ის მოქმედებები, რომელიც განახორციელა, სამწუხაროდ, მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ; რომ არა ავანტიურისტული მიდგომა, რომ არა უგუნურობა, რუსეთის ფედერაცია ვერ შეძლებდა თავისი ამ სცენარის განხორციელებას. ეს იყო მისი [სალომე ზურაბიშვილის] განმარტება და ეს სრულად შეესაბამება, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პატრია საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ეს გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ დღეს, 9 სექტემბერს მიიღო.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის დახმარებით და თანადგომით სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.
ვრცლად:
“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს