ახალი ამბები

კალაძე: გვერდზე გადავდოთ რაც სპორტისგან შორსაა და არეულობის, სირცხვილის მომტანია

9 სექტემბერი, 2018 • 1691
კალაძე: გვერდზე გადავდოთ რაც სპორტისგან შორსაა და არეულობის, სირცხვილის მომტანია

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს მოუწოდებს დღევანდელ მატჩზე გუნდის საგულშემატკივროდ მივიდნენ და ყველაფერი სხვა, რაც სპორტისგან შორსაა და არეულობის მომტანია გვერდით გადადონ.

კალაძის თქმით, “ერთა ლიგის” ფარგლებში ლატვიის ნაკრებთან შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია:

„ხვალ ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე
წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ გვინდა ეს წარმატება, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ჩვენს ფეხბურთს,
ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, სამოქალაქო, პოლიტიკური, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი, ყველაფერი ის,
რაც სპორტისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. ჩვენ უნდა დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი
ერთობა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა” – ამბობს კახა კალაძე.

შსს უმკაცრეს რეაგირებას ჰპირდება ყველას, ვინც საქართველო-ლატვიის მატჩზე კანონს დაარღვევს

მასალების გადაბეჭდვის წესი