ახალი ამბები

ბასილაშვილი – ნადალის შეხვედრა დღეს 20:00 საათზე დაიწყება

2 სექტემბერი, 2018 • 2484
ბასილაშვილი – ნადალის შეხვედრა დღეს 20:00 საათზე დაიწყება

დღეს, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ყურება გულშემატკივრებს tennis channel – სა და ევროსპორტზე შეუძლიათ.

ბასილაშვილმა არგენტინელი ჩოგბურთელი გვიდო პელა 31 აგვოსტოს  4 სეტში დაამარცხა და US Open – ის მერვედფინალში გავიდა.

ესპანელი რაფაელ ნადალი მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელია. მისი საჩოგბურთო კარიერა 2001 წლიდან დაიწყო. 2008 წელს ჩინეთში ჩატარებულ ოლიმპიადაზე რაფაელ ნადალმა ოქროს მედალი მოიგო. მომდევნო წელს კი  Australian Open – ის ჩემპიონი გახდა. მას US Open სამჯერ აქვს მოგებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი