ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა დატოვა

30 აგვისტო, 2018 • 3354
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა დატოვა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა დატოვა.  ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, 30 აგვისტოს განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატი განმარტავს, რომ საფრანგეთის მოქალაქობაზე უარის თქმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო მოუწია.

“საფრანგეთის პრემიერ – მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ორივემ მოაწერეს ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვით, 23 აგვისტოდან უკვე აღარ ვარ საფრანგეთის მოქალაქე,” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს არ შეუძლიათ.

კონსტიტუციის 29-ე მუხლში წერია, რომ ამ სამი თანამდებობის დასაკავებლად პირმა უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვას.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდნეტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა 6 აგვისტოს დააყენა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას “ქართულ ოცნება” არ აპირებს. მათ ჯერ არ უთქვამთ, ღიად დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა “ოცნების” არაერთმა წევრმა ეს მხარდაჭერა ირიბად გამოხატა. საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი