კომიტეტი დაკომპლექტებულია 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან, რომლებიც კომისიის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 2 წლის ვადით ირჩევს. კონსტანტინე ვარძელაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი 2012 წლიდან არის.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ზედამხედველობას ახორციელებს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის წევრ-სახელმწიფოთა მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტის იმპლემენტაციას. აღნიშული პაქტის წევრ-სახელმწიფოებს საქართველო 1994 წელს შეურთდა.
გაეროს წევრი ქვეყნები რეგულარულად წარუდგენენ კომიტეტს ანგარიშს ქვეყანაში ამ პაქტით გათვალისწინებული უფლებების დაცვის თაობაზე. გარდა ამისა, კომიტეტი იხილავს ინდივიდუალურ საჩივრებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან პაქტით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი არჩეული იქნა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი რგოლის – ბიუროს წევრად. ასევე, მიმდინარე წლის მაისიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება.