საქართველოდან კლუბის 18 წევრის გამგზავრება რუსეთის დედაქალაქში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, მიხეილ ხუბუტიამ დააფინანსა. 

 

თავად ხუბუტია თანხის ოდენობას არ ასახელებს. ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ გუნდის მოსკოვში გამგზავრება “ბევრით” დააფინანსა .


ყველა ხარჯის დაფარვისთვის მიხეილ ხუბუტიას მადლობას უხდის კლუბის ხელმძღვანელი, სოფო ბანძავა.


“უკლებლივ ყველა ხარჯი მან დაფარა, რისთვისაც დიდი მადლობა მას,”- ამბობს სოფო ბანძავა ნეტგაზეთთან.


შეგახსენებთ, რომ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები ამჟამად ტელეკომპანია GDS-ის თანამშრომლები არიან.

 

“კარგი ვოკალური პოტენციალი, ნაციონალური კოლორიტი და თვითირონია, რომელიც ძალიან მოდაშია კავკასიის გუნდებში და ძალიან მოთხოვნადი მაყურებლის მხრიდან,”- ასე არის დახასიათებული საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბი KВН-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.  



Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *