ნეტგაზეთი | ენერგეტიკის სამინისტრო ყაზბეგში დამატებით 2 ჰესის მშენებლობას უარყოფს ენერგეტიკის სამინისტრო ყაზბეგში დამატებით 2 ჰესის მშენებლობას უარყოფს – Netgazeti

ენერგეტიკის სამინისტრო ყაზბეგში დამატებით 2 ჰესის მშენებლობას უარყოფს

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში არ ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეფანწმინდას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყაზბეგში კიდებ ორი ჰესის მშენებლობა იგეგმება.

ინფორმაციას “სტეფანწმინდა” facebook-ის ოფიციალური გვერდის მეშვებოით ავრცელებს, სადაც წერია:

 

“დღეს ყაზბეგში ჩინელი ინვესტორები იმყოფებოდნენ, რომლებიც 2 ახალი ჰესის აშენებას გეგმავენ. საუბარია მდინარეებზე, ჯუთის წყალზე და ამალზე ჰესების პროექტებზე. ჯერჯერობით შესწავლა მიმდინარეობს”

 

როგორც “ნეტგაზეთს” ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო კიკაჩეიშვილმა განუცხადა, ამჟამად ჩინელ ინვესტორებთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს:

 

“არავითარ ჩინელ ინვესტორებთან მოლაპარაკება ბოლო დროს არ ყოფილა, საიტზე შეგიძლიათ ნახოთ, ყველა ვისთანაც არის შეხვედრა, ან ინტერესთა გამოხატვა ცხადდება ჰესებზე, ყველაფერი გამოქვეყნებულია და არავითარი მსგავსი ინფორმაცია სამინსიტროში არ ყოფილა. ჩვენს ვებ–გვერდზე ბოლო თვეების ინფორმაცია დევს. ინვესტორის გვერდში არის ცალკე ფაილი მიმდინარე მშენებლობები, აქვეა პოტენციური, პერსპექტიული პროექტების ნუსხა და ყველა მემორანდუმი, რაც გაფორმებულია”, – განაცხადა ნინო კიკაჩეიშვილმა. 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი